“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებიან
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ზოოპარკის თანამშრომლებს მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდაში ეხმარებიან. „პირველ რიგში უნდა იყოს კომუნიკაცია ყველა რგოლებს შორის. მთავრობასა და ჩვენს შორის, იმიტომ, რომ რეალურად ვიცოდეთ სად არის საჭირო, სად შეიძლება დავეხმაროთ. ასეულობით ჩვენი მოხალისეა მობილიზირებული და სადაც საჭიროა, ჩვენ იქ დავეხმარებით. ეს უნდა იყოს აუცილებლად კოორდინირებული, რომ არ მოხდეს არევა“, – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი.