ჯეიმს აპატურაი: წყალდიდობის გამო თბილისმა საშინელება გამოიარა
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. 13 ივნისს მომხდარ სტიქიას აპატურაი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
“წყალდიდობის გამო თბილისმა საშინელება გამოიარა. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ათასობით დაზარალებულს,” – წერს აპატურაი.