ქუთაისში გაზის აფეთქების შედეგად 84 წლის მოხუცი დაშავდა
ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე გაზის მილის აფეთქების შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად 84 წლის მოხუცი დაშავდა, რომელიც მიღებული დამწვრობით ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 84 წლის შოთა ბობოხიძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სახლი ქუთაისში მცხოვრებ ბობოხიძის ოჯახს ეკუთვნის. ადგილზე საგანგებო და საპატრულო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.როგორც კვირას შს სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს ( სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)