ეროვნული გვარდია გაწმენდით სამუშაოებში ერთვება (ფოტო, ვიდეო)

 დღეიდან, სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ასევე, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები.ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები გაწმენდით სამუშაოებს სამი მიმართულებით შეასრულებენ: წყნეთის ქუჩა, ვერეს ხეობა, გმირთა მოედანი და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიები. საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და დაზარალებულთა დახმარებაში პირველივე წუთებიდან ჩაერთო. გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. თავდაცვის უწყების მიერ მუშახელისა და მოხალისეებისთვის უზრუნველყოფილია სამი საველე სასადილო. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოხალისეებს სპეციალური ტანსაცმლითაც ეხმარებიან. ყველაზე რთულ, მეწყერსაშიშ, წყნეთი-ბეთანიის მიმართულებაზე, გეოლოგებისთვის დაზვერვითი ხასიათის სამუშაოების განხორციელებაში შერეული საავიაციო ესკადრილიის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც ჩაერთო.

11535668_1003830202983055_5666141727668452555_n

1907499_1003830196316389_6433869544434975662_n (1)

10610865_1003830299649712_8342809577308002016_n

10665940_1003830239649718_538404773145293631_n

10849968_1003830396316369_5257702049934804514_n

11226925_1003830252983050_6405562082184130911_n

11393109_1003830286316380_2211141332371834269_n

11401422_1003830206316388_2407210385665000960_n

11401502_1003830329649709_2154225783190445981_n

11401586_1003830389649703_7301961019493057908_n

11407149_1003830246316384_8322769499258522058_n

11412297_1003830306316378_6294061165607613419_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები