ილჰამ ალიევმა სახელმწიფოს მეთაურებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა (ვიდეო)

„ბაქო 2015“ – პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური გახსნის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სახელმწიფოს მეთაურებს და დელეგაციების ხელმძღვანელებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებას დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მონაკოს პრინცი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრეზიდენტი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლუქსემბურგის ჰერცოგი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები