საბაჟოზე კანონდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს

  საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, უკანონოდ შემოტანილი iPhone-ები, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ლირიკა და არადეკლარირებული პარფიუმერიული ნაწარმი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს აღმოუჩინეს. საქონლის საერთო წონამ 183.54 გრ., საბაჟო ღირებულებამ კი 7479 ლარი შეადგინა. პირს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7479 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, რეისით დუბაი-თბილისი ჩამოფრინდა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომლის ბარგში აღმოჩნდა iPhone 5s – 6 ცალი, iPhone 4 – 1 ცალი. უკანონოდ შემოტანილი საქონლის ღირებულებამ 8259,2 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს 8259,2 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა. ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ლირიკა – 5 კაპსულა საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლოს“ ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას. მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული პარფიუმერიული ნაწარმი აღმოაჩინეს ასევე „სადახლოს“ ტერიტორიაზე. საქონელი საკუთარი ავტომანქანით შემოიტანა საქართველოს მოქალაქე,მ რომელიც სომხეთის მხრიდან შემოვიდა „სადახლოს“ ტერიტორიაზე. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3127,8 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3127,8 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები