ნოდარ ხადური: “ნაციონალურ მოძრაობაში” იმგვარი სიმბიოზი იყო, მიკვირდა აქამდე, რომ გაძლეს ერთად

“ნაციონალურ მოძრაობაში” იმგვარი სიმბიოზი იყო, მიკვირდა აქამდე, რომ გაძლეს ერთად -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. ამასთან, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე წევრის წასვლის გადაწყვეტილება ეს მათი შიდაპარტიული საქმეა.

“თუმცა მე მიკვირდა, იმგვარი სიმბიოზი იყო, აქამდე რომ გაძლეს ერთად”, – განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები