ნუგზარ წიკლაური ყოფილ თანაპარტიელებს “ბრძოლიდან გაქცეულებს” უწოდებს

ყოფილ თანაპარტიელთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებასთან დაკავშირებით, უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ემოციურად არ არის ადვილი ჩვენი ყოფილი თანამებრძოლების მოულოდნელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შეფასება.
უბრალოდ, წესიერება მოითხოვდა, რომ ღიად და პატიოსნად ეთქვათ უკმაყოფილების მიზეზების შესახებ და საკუთარ პარტიაში პარტიზანული მოძრაობა არ წამოეწყოთ.
როგორც ჩანს, ელემენტარულ ეთიკაზეც განსხვავებული წარმოდგენები გვქონია.
მთავარი სათქმელი ის არის, რომ ეს ხალხი ბრძოლიდან გავიდა.
არ ვიკადრებ იმაზე სპეკულაციას, რამდენად მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლება, თუმცა ერთი რამ სავსებით ნათელია: ოთხივე წასული დეპუტატი მოემსახურა ივანიშვილის ინტერესს.
ეს ადამიანურად არის ძალიან სამწუხარო, თორემ პოლიტიკური თვალსაზრისით დრამატული არ არის.
ბრძოლა გაგრძელდება და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ბრძოლიდან გაქცეულების გარეშეც”, – წერს წიკლაური “ფეისბუქში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები