ზურაბ ჯაფარიძე გოკა გაბაშვილის კრიტიკას პასუხობს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” წასული ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაპარტიელის, გოკა გაბაშვილის კრიტიკას პასუხობს.
“მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები “უპასუხისმგებლობასა”და “წნეხის ვერ გაძლებასთან” დაკავშირებით. ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით”, – აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გოკა გაბაშვილმა მისი კოლეგების გადაწყვეტილება შეაფასა და მას “არაადეკვატური და უპასუხისმგებლო” უწოდა.