ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის ფაქტს ადასტურებს, როგორც დეპუტატი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მან პარტია დატოვა, მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები იგივე რჩება.
„ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’, საპარლამენტო ფრაქცია ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში.
ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები ‘უპასუხისმგებლობასა’ და ‘წნეხის ვერ გაძლებასთან’ დაკავშირებით ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები