გია ვოლსკი: მიკვირს, რომ ამდენი ხანი იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების პარტიიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მას უკვირს აღნიშნული პირები ამდენი ხანი, როგორ იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები:
“ცოტა არ იყოს მიკვირს, რომ ამდენი ხანი იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. კონიუნქტურის მიუხედავად, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა, მოსაზრებაც კი არ ჰქონდათ იმისა, მოეხდინათ რებრენდინგი და გამოყოფილიყვნენ იმ ძალებისგან, რომელთაც დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა.