გია ხუხაშვილი “უპერსპექტივო პარტიაში” მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის 4 წევრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც „კვირას“ გია ხუხაშვილმა განუცხადა, მას ეს პროცესი საინტერესოდ არ მიაჩნია. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პერსპექტივა აღარ აქვს.
ხუხაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ ზედმეტად მეტ ყურადღებას უთმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პარტიიდან წასვლა საინტერესოდ არ მიმაჩნია. ეს არის მათი მიზანი, რომ საზოგადოება მათზე მუდმივად საუბრობდეს და სულ ყურადღების ცენტრში იმყოფებოდნენ, ჩემი აზრით, ამ პარტიას პოლიტიკური პერსპექტუივა უკვე აღარ აქვს, მათი მომავალი დიდი ხანია უკვე გარკვეულია. საზოგადოება ძალიან ზედმეტ ყურადღებას აქცევს, ამ ერთ ჩვეულებრივ უპერსპექტივო პარტიაში მიმდინარე პროცესებს. გოგა ხაჩიძე ან იგივე პავლე კუბლაშვილი ამ პარტიიდან რომ წავლენ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად იბრძოლონ მომავალი არჩევნებისთვის. ძალიან სასაცილო იქნება, ამ პოლიტიკური ბეგრაუნდის, ამ ტვირთის თუ ჭუჭყის ჩამოშორება, რაც მათ გააჩნიათ, ეს მრავალწლიანი პროცესია“, – განუცხადა „კვირას“ გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: სერგო რატიანმა, პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ პარტია დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები