სერგო რატიანმა პარტიიდან ოთხი წევრის წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სერგო რატიანმა პარტიიდან ოთხი წევრის წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
როგორც რატიანი აცხადებს, პარტიას აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე დატოვებენ.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე ოფიციალურად გაფორმებული არ არის.
„გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მელაძე, ხაჩიძე, კუბლაშვილი და ჯაფარიძე ტოვებენ პარტიას. ეს ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ მათ პარტიისთვის ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
„ნაცმოძრაობის“რამდენიმე წევრის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, ამ წუთებში „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, სპეციალური თათბირი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ბრიფინგი ან ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
გავრცელებული ცნობით, “ნაციონალური მოძრაობის” რიგები პარტიის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ და დეპუტატმა გოგა ხაჩიძემაც დატოვა.
არსებული ინფორმაციით, პარტიაში 19:30 საათზე პარტიის წევრები ცენტრალურ ოფისში სათათბიროდ შეიკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები