„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს
„ნაცმოძრაობის“ რამდენიმე წევრის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, ამ წუთებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სპეციალური თათბირი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ბრიფინგი ან ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
გავრცელებული ცნობით, “ნაციონალური მოძრაობის” რიგები პარტიის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ და დეპუტატმა გოგა ხაჩიძემაც დატოვა.
არსებული ინფორმაციით, პარტიაში 19:30 საათზე პარტიის წევრები ცენტრალურ ოფისში სათათბიროდ შეიკრიბებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, პარტია კიდევ 5-მა წევრმა, სერგო რატიანმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოკა გაბაშვილმა, პავლე კუბლაშვილმა და გიორი მელაძემ დატოვეს.