ზურაბ აბაშიძე: ეს თუ ასეა, პარტიის რღვევას გამოიწვევს
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა” ოთხმა წევრმა დატოვა, ეხმაურება.
“ეს თუ ასეა, პარტიის რღვევას გამოიწვევს”,- აცხადებს აბაშიძე. აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ ოთხმა დეპუტატმა პარტია, მართლაც, დატოვა, მათთან „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ითანამშრომლონ.
“რა თქმა უნდა, თუ ეს ასეა, პარტია ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს და რღვევას გამოიწვევს. თუ ვისთან იქნება თანამშრომლობა, ამას მომავალი დაგვანახებს. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით არ ვმსჯელობთ,”- აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე.