მიხეილ მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების პარტიიდან წასვლას არც უარყოფს და არც ადასტურებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი პარტიის რიგებიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღეს. თუ მათ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ ისინი შესაბამის განცხადებას გააკეთებენ. რაც შეეხება რატიანს, იმას გეტყვით, რომ რატიანი მე დღეს ოფისში დავტოვე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის სამმა წევრმა: ზურაბ ჯაფარიძემ, სერგო რატიანმა და გიორგი მელაძემ დატოვეს. სერგო რატიანი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ პარტია არ დაუტოვებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები