„ბლუმბერგი“ – საქართველომ, უკრაინამ და მოლდავეთმა თავისი ბუფერული სტატუსიდან მოგების მიღება უნდა ისწავლონ

სააგენტო „ბლუმბერგი“ პოლიტიკური მიმომხილველის – ლეონიდ ბერშიდსკის სტატიას აქვეყნებს, რამდენიმე დღის წინ რიგაში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.
ბერშიდსკის განცხადებით, ამ სამიტმა აჩვენა, რომ ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტიორობის“ პროგრამის მონაწილეებს კონკრეტულს არაფერს სთავაზობს. მაგრამ რაც არ უნდა მცირეს აძლევდეს მათ ევროპა, ეს რუსეთთან დაახლოების ალტერნატივაზე უკეთესია – ამბობს „ბლუმბერგის“ მიმომხილველი.
იმისთვის, რომ ევროკავშირმა უკრაინის და საქართველოს საზოგადოებრივი აზრი თავის სასარგებლოდ მოატრიალოს, საკმარისია ამ ქვეყნებისთვის ვიზების გაუქმება – წევრობაზე დაპირების გარეშე. ამ ეფექტის შედეგი რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავებს. ამის შემდეგ კი ევროკავშირი რაიმე სხვა საინტერესო სატყუარას მოიფიქრებს.
„პუტინის საქციელმა ევროკავშირი საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდავეთისთვის განსაკუთრებული დაპირებების აუცილებლობისგან გაათავისუფლა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სახელმწიფოები შეიძლება ტიპურ ბუფერულ ქვეყნებად გადაიქცნენ. შესაძლოა, მათ ამ სტატუსის დაფასება და მისგან მოგების ნახვაც ისწავლონ“, – წერს ბერშიდსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები