შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტი წარედგინა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სტრუქტურები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადის და ცალკე სამსახურად ყალიბდება.
აღნიშნული სამსახური იქნება – საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში, აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემა. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი მთავრობაა, ცვლილებები შს სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისმა კომისიამ მოამზადა. ცვლილებები 60-მდე კანონპოექტში შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები