დავით უსუფაშვილი: ვინაიდან საკითხისადმი ინტერესი დიდია, სჯობს, ყველა მხარის აზრი მოვისმინოთ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო არსებულ ვნებათაღელვას გამოეხმაურა და კომიტეტებს მოუწოდა, საკითხზე მხარეების პოზიცია მოისმინონ.
უსუფაშვილის განცხადებით, კანონპროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, რის გამოც, განხილვების პროცესში ყველა მხარის აზრი იქნება მოსმენილი.
„ვინაიდან, საკითხისადმი ინტერესი დიდია, სჯობს, ყველა მხარის აზრი მოვისმინოთ“, – დასძინა უსუფაშვილმა.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხომაზე მოხდა, რომლის მიხედვით, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან სსიპ – საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო იქმნება. სააგენტოს ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით, სააგენტო ვალდებული იქნება ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, სისტემური რისკის კონტროლს, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, პოტენციური რისკების შემცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები