“რომ დავუყვირე და არ გაჩერდა, რამდენჯერმე დავარტყი” – რას ყვება მცირეწლოვნების ცემაში ბრალდებული?
რა მოხდა რეალურად გურჯაანში და რატომ გაიმეტა 25 წლის მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვები? გახმაურებული საქმის გაუხმაურებელ დეტალებზე გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს. გამოცემა აქვეყნებს ამონარიდს ბრალდებულის ჩვენებიდან, რომელიც მან გამოძიებასა და სასამართლოს მისცა. ის ყვება, რომ ბავშვების ტირილი აღიზიანებდა და სწორედ ამ მოტივით გაუსწორდა მცირეწლოვნებს. „მაღიზიანებდა ბავშვების ტირილი, განსაკუთრებით პატარასი, რომელსაც უძილობა სჭირდა და სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებდა. რომ დავუყვირე და არ გაჩერდა, რამდენჯერმე დავარტყი“, – ამბობს ბრალდებული.