საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობასა და წინსვლას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხანგრძლივი მეგობრული კავშირები კვლავაც მოგვცემს ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას ორივე ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოს პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.