აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ივნისის ბოლოს გაიმართება
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა ივნისის ბოლოს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიის წარმომადგენლებს დღეს განუცხადა.
როგორც აბაშიძე განმარტავს, შეხვედრას, სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტროს ერთი წარმომადგენელი დაესწრება.
„ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი. შეიძლება ეს იყოს ივნისის ბოლოს, თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის. რაც შეეხება ფორმატის გაფართოებას, ალბათ ასე მოხდება და ეკონომიკის სამინისტროდან დაემატება თითო წარმომადგენელი. აქამდე შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ექსპერტი სავაჭრო ურთიერთოებებში,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.