“ნატოს” მომდევნო სამიტი ვარშავაში გაიმართება

“ნატოს” მომდევნო სამიტი ვარშავაში 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტერბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, სამიტი ალიანსისთვის მნიშვნელოვან დროს გაიმართება და შეხვედრისას წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ალიანსის უსაფრთხოების ახალ გარემოსთან ადაპტირების კურსს დასახავენ.
“ნატო კვლავ მზადაა დაიცვას ყველა წევრი ქვეყანა ნებისმიერი მხრიდან მომდინარე საფრთხისგან. ასევე, ალიანსი გააგრძელებს მუშაობას პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან იმისთვის, რათა ნატოს სამეზობლო რეგიონები იყოს სტაბილური”, – აცხადებს სტოლტერბერგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები