კვირიკაშვილი ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებულ ინიციატივას გამოეხმაურა
„არის არგუმენტები ორივე მხარეს, ამიტომ გვექნება მაქსიმალურად დეტალურად მსჯელობა“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებულ ინიციატივას. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება.
“ამაზე გვექნება მსჯელობა. არის არგუმენტები ორივე მხარეს, ამიტომ გვექნება მაქსიმალურად დეტალურად მსჯელობა და შევაჯერებთ პოზიციებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივა საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
შესაბამისი ცვლილებების ინიციატორი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურია.