ჯონ კერი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს მოსახლეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მილოცვის ტექსტშია აღნიშნული, ქართველ ხალხს მშვიდობას, ერთიანობას და კეთილდღეობას უსურვებს.
“ჩვენ ფრიად ვაფასებთ საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას. აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურდეს”, – წერია მილოცვის ტექტსში.
მილოცვის ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.