აშშ ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდროდ თანამშრომლობასა და პარტნიორობას საქართველოსთან, მოლდოვეთთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზრბაიჯანსა და ბელარუსიასთან ერთად – ამის შესახებ წერია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარი ჰარპი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვაშინგტონი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიას, ეფექტურ მმართველობას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, ეკონომიკურ და სოციალური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.

“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და დეზინფორმაციის გაზრდის ფონზე”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები