დავით უსუფაშვილი: რიგის სამიტი იქნება ნაბიჯი წინ ევროპული ინტეგრაციისკენ
რიგის სამიტი იქნება ნაბიჯი წინ ევროპული ინტეგრაციისკენ – ასე გამოეხმაურა რიგაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისივე თქმით, ასეთი ღონისძიებიდან უნდა მივიღოთ იმის მაქსიმუმი, რაც შესაძლებელია.
„დღევანდელი მსოფლიო, დღევანდელი ევროპა არის ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი საკითხით დაკავებული. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ და გავხდეთ ამ საერთაშორისო სისტემის ნაწილი, უნდა ჩავერთოთ მთელ ამ პროცესებში. ყოველი ასეთი ღონისძიებიდან უნდა მივიღოთ იმის მაქსიმუმი, რაც შესაძლებელია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.