„საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლების შიში აქვს“
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, ეჭვობს, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესს სპეციალურად აფერხებს.
პოლიტიკოსის განცხადებით, ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლების შიში აქვს.
“როგორც ივანიშვილს ეშინია პუტინის, ისე ეშინია საქართველოს მთავრობასაც. მათ იმის ეშინიათ, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ. სამი თვის წინ იმ ადამიანმა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში იყო ჩართული პირად საუბარში მითხრა, რომ ეჭვი მაქვს, ევროკავშირში შესვლა არ გინდათ, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამისათვის არაფერს აკეთებსო“, – განაცხადა დავითაიამ.
დავითაია ეჭვობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად აფერხებს.
“ვხედავთ, რომ კარასინი წარმომადგენელია ანექსიის გაფორმებაში და პარალელურად აბაშიძესთან საუბრობს. ეს ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს რუსეთთან პრობლემა არ აქვს. კონფლიქტების მოგვარების მინისტრი აცხადებს, რომ პუტინი მტერი არ არის. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ ჩვენ ევროკავშირთან არ გვინდა და თუ არ გვინდა, ევროკავშირს მითუმეტეს არ უნდა. მიჩნდება ეჭვები, რომ მთავრობა მიზანმიმართულად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა დავითაიამ „პირველ პრესკლუბში“.