ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატი კოლეგა, ზორან მილანოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ხორვატიის გამოცდილების გაზიარება იყო.

მთავრობის მეთაურებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე საქართველოს ერთგულება ევროპული არჩევანისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხორვატ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები