„ყველა მხარე აღიარებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში საქართველო სამაგალითო ქვეყანაა“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე გამარტივებული სავიზო რეჟიმით გადაადგილდნენ. მისივე თქმით, ყველა მხარე აღიარებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა.
„მე მაქვს იმედი, რომ მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გადაადგილდნენ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე, გამარტივებული სავიზო რეჟიმით. ყველა მხარე აღიარებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა რეფორმებით, რომელიც უმოხლეს დროში განახორციელა და რეფორმები გრძელდება“,-განაცხადა ანი მიროტაძემ.