დონალდ ტუსკი: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუსეთსა და ევროკავშირს შორის სილამაზის კონკურსი არაა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი რუსეთს ურჩევს თავისი მეზობლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, თუ რუსეთი იქნებოდა უფრო რბილი, შესაძლოა, მისთვის საჭირო არ ყოფილიყო მეზობლებთან ურთიერთობაში საკუთარი დანაკლისების კომპენსირება დესტრუქციული და აგრესიული ქმედებებით მოეხდინა.

“მსურს ვუპასუხო მათ, ვინც აცხადებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ასე არ არის. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუსეთსა და ევროკავშირს შორის სილამაზის კონკურსი არაა. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, სილამაზის ფაქტორი მხედველობაშია მისაღები. თუ რუსეთი იქნებოდა უფრო რბილი, მომხიბვლელი, მიმზიდველი, შესაძლოა, მისთვის საჭირო არ ყოფილიყო საკუთარი დანაკლისების კომპენსირება მეზობლებთან ურთიერთობაში, ასეთი დესტრუქციული და აგრესიული ქმედებებით მოეხდინა“, – განაცხადა ტუსკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები