„ვფიქრობ, ბიუჯეტის კორექტირების საკითხი დადგება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პარლამენტს, სავარაუდოდ, ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამის საჭიროება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პრგნოზის შემცირებამ გამოიწვია.

ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შემცირდეს.

„ვფიქრობ, ბიუჯეტის კორექტირების საკითხი დადგება, რადგან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ორჯერ შემცირდა, შესაბამისად, ბიუჯეტი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს წარმოადგენს, უნდა შემცირდეს. შემცირება შესაძლოა, 200-400 მილიონამდე მოხდეს. შემცირება სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების და ინფრასტრუქტურის ხარჯებს არ უნდა შეეხოს. ჩემი აზრით, ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შემცირდეს“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები