„საბანკო ზედამხედველობის სამსახური შესაძლებელია სსიპ-ად ჩამოყალიბდეს“

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელის მიხედვითაც საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოეყოფა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივაში, საუბარია იმაზე, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ კონტროლს განახორციელებს ისევ საქართველოს ეროვნული ბანკი.

“პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, არსებობს გამოცდილება, მათ შორის, საქართველოს უახლოეს წარსულშიც, როდესაც საბანკო ზედამხედველობა არ იყო საქართველოს ეროვნული ბანკის შიგნით, თუმცა რამდენადაც ვიცი, საუბარია იმაზე, რომ ის ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ მის კონტროლს განახორციელებს ისევ საქართველოს ეროვნული ბანკი”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები