ლიტვის პრეზიდენტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დადებით სიახლეებს წლის ბოლოსთვის ელოდება

ლიტვის პეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წლის ბოლოსთვის დადებითი ძვრები იქნება. ამის შესახებ გრიბაუსკაიტემ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განაცხადა.

“ველოდები, რომ წლის ბოლოსთვის იქნება დადებითი სიახლეები” – აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.

როგორც ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკომისია უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას წლის ბოლომდე წარადგენს, შემდეგ კი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები