აშშ-ის ელჩის პოსტზე წარდგენილმა იან კელიმ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმო
საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა იან კელიმ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაადასტურა. კელიმ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, და დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმო.
სენატში გამოსვლისას, საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ნატო-ს წევრობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ჩათვლით და ამ მხრივ მესამე მხარეს ვეტოს გამოყენების უფლება არ აქვს.
კითხვებზე პასუხის გაცემისას, იან კელიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა ორმხრივ ურთიერთობებში აშშ-ის ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტია და ასევე აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგეს.
კელის განცხადებით, ორმხრივი დახმარების პროგრამები მიმართულია ვაჭრობის და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისკენ და საქართველოში ამერიკული კომპანიების ინვესტიციების წასახალისებლად.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი დიპლომატმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული კვანძის მნიშვნელობის გაზრდის შესაძლებლობას.