„აშშ-ს არ სურს იხილოს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორები“

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარდგენილმა იან კელიმ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას, განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

სენატორ შაჰინის კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთოს აშშ-მა, რომ წაახალისოს საქართველო, განაგრძოს დემოკრატიული წინსვლა და ქვეყანაში ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტებს შესაბამისად მოექცნენ, კელიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, საქართველოსთან მიმართებაში, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის მხარდაჭერაა და აშშ-ს არ სურს იხილოს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიის ხელისშემშლელი ფაქტორები.
“ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, ელჩ ნორლანდს ბევრი სასარგებლო კონსულტაცია ჰქონდა ოფიციალურ პირებთან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს სასამართლო სისტემის, ბერკეტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღქმაც კი. ამავე დროს აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა ყველა საქმეზე სასამართლო და მართლმსაჯულების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყოს. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ”, – განაცხადა კელიმ.

თავის მხრივ, სენატორმა შაჰინმა პატივისცემითა და მადლიერებით მოიხსენია საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილი და დასძინა, რომ საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და სურს ქვეყანამ წარმატების გზაზე სიარული განაგრძოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები