„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო პარტნიორი ქვეყნებისგან მეტ მხარდაჭერას მიიღებს”

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან მივიღებთ მეტ მხარდაჭერას და ვიზა- ლიბერალიზაციის თაობაზე თარიღის დაკონკრეტებას, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე ასევე იმედოვნებს,რომ რიგის სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღებს უფრო მეტ პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას.

“სულ რამდენიმე საათი დარჩა სამიტის გახსნამდე და სჯობს დაველოდოთ შედეგებს. თუმცა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტ პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს საქართველო ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ რეზოლუცია ჩასწორდება და მასში მითითებული იქნება კონკრეტული რიცხვი, როდის შეიძლება იყოს მიღებული ვიზა- ლიბერალიზაცია. რიგის სამიტიდან თავისუფალი სავიზო რეჟიმის წამოღებას ჩვენ არც ვაპირებდით. არც ~ერთ ოფიციალურ პირს მსგავსი მოლოდონის თაობაზე კომენტარი არასდროს გაუკეთებია, თუმცა ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან მივიღებთ მეტ მხარდაჭერას და ვიზა- ლიბერალიზაციის თაობაზე თარიღის დაკონკრეტებას”, – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები