პაატა ზაქარეიშვილი: საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას „თავის დროზე“ აუცილებლად მიიღებს

„არავის უთქვამს, რომ ახლა რიგის სამიტზე იქნება ცნობილი ვიზა-ლიბერალიზაციის კონკრეტული თარიღი“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლევან ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციაზე საუბარი იქნება, თუმცა. მისი ვარაუდით, კონკრეტული თარიღი სამიტზე ცნობილი არ გახდება. ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით, საქართველოს პროგრესი აქვს, თუმცა კონრეტულ თარიღთან დაკავშირებით ვერავინ ვერაფერს იტყვის.

„არავის უთქვამს, რომ ახლა რიგის სამიტზე იქნება ცნობილი ვიზა-ლიბერალიზაციის კონკრეტული თარიღი. პროგრესი გვაქვს. ახლა უნდა იყოს ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ ეტაპზე საუბარი. ეს დაიხურება და შემდეგ ეტაპზე გადავალთ. არ მინახავს არცერთი პოლიტიკოსი, ვინც იტყოდა, რომ რიგის სამიტზე მივიღებთ ვიზა-ლიბერალიზაციას. საუბარი იყო იმაზე, რომ პროგრესი გვექნებოდა, რომელიც გვექნება აუცილებლად. თარიღი დამოკიდებულია შემდეგი ნაბიჯების გადადგმაზე. თარიღს ვერავინ ვერ გეტყვით. მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ვიზა-ლიბერალიზაციაზე 2013 წელს მუშაობა, როდესაც მოლდავეთმა 2011-ში დაიწყო. შესაბამისად, 2 წლით ადრე დაიწყო მან და წინ არის გარკვეულ პროცესებში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩამორჩენილები ვართ, პირიქით, ჩვენ უფრო სწრაფად მივდივართ“, -განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, რადგან საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას „თავის დროზე“ აუცილებლად მიიღებს.

„შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ძალიან მშვიდად მივიწევთ წინ. გვაქვს განწყობა, რომ „თავის დროზე“ და ეს „თავისი დრო“ ძალიან დიდი ხნის მერე არ დადგება. აუცილებლად მივიღებთ ვიზა-ლიბერალიზაციას. ვერავინ ვერ ილაპარაკებს თარიღთან დაკავშირებით. არავინ მოგატყუოთ. ადამიანებმა, რომლებიც ჯერ არ დაქორწინებულან, შეიძლება ილაპარაკონ, როდის დაიბადება მეორე ბავშვი? მაგრამ ხომ აქვს გეგმაში. გარკვეული პროცესები მიმდინარეობს და წინ სწორი ნაბიჯებით მივდივართ“, -განაცხადა ზაქარეიშვილმა. რიგის სამიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები