პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში უარყოფითად შეაფასეს
„მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის უფრო მეტი კოორდინაცია რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იყო, რომ მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო“, – ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში. ფოფხაძის განცხადებით, თუკი რაიმე ლარის კურსს ამძმებდა, ოპონენტების რიტორიკა იყო.
„თვითკმაყოფილი რიტორიკა ისმოდა, რომ ხალხის შემოსავალი იკლებდა. როგორც ჩანს, ეს არის მათი რევანშის მოწყობისთვის განკუთვნილი. მათ ქართული სახელმწიფოს პრობლემები უხარიათ და ამას შეჩვეული ვართ. მიმაჩნია, რომ ძირითადი პრობლემები გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით და ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ამას არ დავაბრალებ. მოსახლეობისთვის ცუდი შედეგი გვაქვს და ყველა თვითკრიტიკული უნდა ვიყოთ. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის უფრო მეტი კოორდინაცია რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იყო, რომ მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო“, – განაცხადა ფოფხაძემ.
კომიტეტმა ეროვნული ბანკის ანგარიში უარყოფითად შეაფასა.