ზურაბ აბაშიძე ბელგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩს, კარინ პეტიტს შეხვდა.

მხარეების საუბრის მთავარი თემა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარე დიალოგი იყო. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ბელგიის ელჩი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას.

“ბელგია ჩვენი ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვისაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა ბელგიაში ბრიუსელში 1993 წლის მაისში და ასე გამიმართლა ცხოვრებაში,რომ პირველი ელჩი გავხდი საქართველოსი ევროპის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მთავარი თემა,რომელიც ქალბატონ ელჩს აინტერესებდა, ეს არის ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, ის პრობლემები რაც ყველასთვის ცნობილია და ის რთული დიალოგი,რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ იმაზეც თუ როგორია სამომავლო ხედვები და ჩვენი ევროპელი პარტნიორები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს იგი,”-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები