„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიგაში “ევროპის სახალხო პარტიის” ლიდერებს შეხვდნენ
რიგაში ვიზიტით მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ,,ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა დეკლარაცია იყო, რომელსაც რიგის სამიტთან დაკავშირებით ,,ევროპის სახალხო პარტია” მიიღებს და დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი.
“დეკლარაციაში, რომელსაც დღეს მიიღებს ევროპის სახალხო პარტია, მხარდაჭერილი იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ანალოგიური მხარდაჭერა მოეპოვებინა ოფიციალური სამიტისა და დოკუმენტის ფარგლებში”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.