იოჰანეს ჰანი: საქართველომ რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს, რათა ვიზა-ლიბერალიზაციის შეფასება პოზიტიური იყოს

ევროკომისრის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველომ რამდენიმე გამოკვეთილი პირობა უნდა შეასრულოს, რათა ვიზა-ლიბერალიზაციის საბოლოო ანგარიშის შეფასება პოზიტიური იყოს, – ამის შესახებ ჰანმა რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ევროკავშირმა ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე.
“პარტნიორობა არ არის გზა მხოლოდ ერთი მიმართულებით. არსებობს რამდენიმე გამოკვეთილი პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს საქართველოსა და უკრაინის მიერ იმისთვის, რომ საბოლოო ანგარიშის შეფასება პოზიტიური იყოს ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს განხორციელებადია წლის ბოლოსთვის, მაგრამ საჭიროა დისკუსია და საბჭოს გადაწყვეტილება. იგივე შეიძლება ითქვას ევროპულ მისწრაფებებთან მიმართებაშიც. ჩვენ ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდგომ ნაბიჯებზე. ეს ნაბიჯი უკვე ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაა. ეს არის ევროპასთან დაახლოების პროცესი, ამის შემდეგ უკვე განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები