ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ფრანსუა ოლანდს შეხვდება
რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება.
ირაკლი ღარიბაშვილი და ფრანსუა ოლანდი საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას, ევროკავშირთან ურთიერთობას და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებს განიხილავენ.
პრემიერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა 22 მაისს გაიმართება.
ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან.