„აქ აბსოლუტურად იცვლები და ვფიქრობ, მეც შევიცვალე, გავიზარდე, ისე, როგორც მე მინდოდა…“

ხელოვანი თამარ ლოჩოშვილი, პარიზის მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია (Conservatoire National superieur de musique et de danse de paris).
2004 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიო ინსტიტუტის პანტომიმის თეატრის სრული კურსი რეჟისორის სპეციალობით.11270111_854967961218924_1667333051_n
2006 წლის სექტემბრიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიურ თანამდებობაზე – ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად. 
ამავე წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო თეატრებთან.

– გინდოდათ პედიატრი ყოფილიყავით და ხელოვნების ინსტიტუტში აღმოჩნდით…
– დიახ, ასე მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლო ზარზე სცენაზე პირველად ფეხი რომ დავდგი, ყველაფერი შეიცვალა. ჩავაბარე ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში და ამირან შალიკაშვილის დასში ვსწავლობდი. ძალიან მომეწონა, მივხვდი, იქ აღმოვჩნდი, სადაც მინდოდა. ვმუშაობდი ინსტიტუტში, თეატრში, ქუჩაში ჩემი სპექტაკლებიც გავაკეთე, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ევროპაში წავსულიყავი და ის განათლება მიმეღო, რასაც დღეს ვფლობ.
– პარიზი…11119951_854967934552260_1258343012_n
– იცით, ისე ძალიან მინდოდა, ევროპაში წამოსვლა, რომ ყველანაირ გზას ვეძებდი. თუმცა პარიზზე არასდროს მიფიქრია, იმდენად მიუწვდომელი და ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო.
2008 წელს, მონაწილეობა მივიღე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეგიონალურ პროგრამაში „eurodissée”. როგორც პანტომიმის მსახიობმა და რეჟისორმა, ექვსთვიანი სტაჟირება გავიარე პარიზის თეატრში – „La Terre“. მინდა გითხრათ, რომ ექვსი თვის განმავლობაში ძალიან საინტერესოდ ვმუშობდი. ბევრი ახალი რამ შევიძინე და ვისწავლე. პარიზის თეატრში რეპეტიციებზე მოძრაობის ძიების ახლებური ხედვა, კონტაკტი და კომუნიკაბელურობა უცხოელ პარტნიორებთან ერთად ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი გახდა ჩემთვის. აგრეთვე, საინტერესო გახდა უცხოელ რეჟისორთან მუშობა. ამიტომ, აღარ დავბრუნდი საქართველოში. ამ თეატრში წელიწადნახევრის სტაჟის შემდეგ, ჩემი რეჟისორის (ამავე თეატრის) რეკომენდაციით ჩავაბარე უნივერსიტეტში, ცეკვის ხელოვნების ფაკულტეტზე, სადაც გავეცანი უამრავ ლიტერატურას თანამედროვე ცეკვის შესახებ. ვიმუშავე არაერთ სპექტაკლზე და ფილმშიც გადამიღეს. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, ორწლიანი სწავლების შემდეგ, ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება და დროებით თავი დავანებე.11272234_854967937885593_1683765304_n
თუმცა უკან დაბრუნება არც მიფიქრია. შვიდი წლის მანძილზე ბარიერები ბევრი იყო, მაგრამ შენ უნდა დაუმტკიცო და აჩვენო ყველას, რას წარმოადგენ და რა შეგიძლია. გარდა ამისა, პარიზი ის ქალაქია, ერთი დღე რომ იცხოვრო, უკვე მთელი ცხოვრებაა. ძალიან რთულია, დატოვო. ასეთი გამოთქმაც არსებობს – „პარიზი, ეს ჩემი ქმარია…“ – (Paris c’est mon mari). შენ უნდა აუწყო ფეხი მიმდინარე მოვლენებს. აქ აბსოლუტურად იცვლები და ვფიქრობ, მეც შევიცვალე, გავიზარდე, ისე, როგორც მე მინდოდა.
– პარიზის ცეკვისა და მუსიკის უმაღლესი ნაციონალური კონსერვატორია..
– ამ კონსერვატორიაში სასცენო მოძრაობის ჩაწერის განხრით ვსწავლობ. „Notation du mouvement LABAN“ არის მოძრაობის დამწერლობა, სადაც შევისწავლი საცეკვავო მოძრაობებისა და ჟესტების შესაბამისი ნიშნებით ჩაწერას და მათ ანალიზს.
ლაბანის ეს მეთოდი ჯერ საქართველოში არ არის ფართოდ გავრცელებული, მაგრამ, ვფიქრობ სამომავლოდ საინტერესო იქნება ამ მეთოდის დანერგვა, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩავიწეროთ, ფურცელზე გადავიტანოთ უმშვენიერესი ქართული ცეკვები. ეს მეთოდი ასევე შესაძლებელს ხდის, სპექტაკლის სასცენო მოძრაობების, ჟესტების ზუსტად ჩაწერასა და მათ ანალიზს. შარშან, საგამოცდო თემად ავირჩიე ქართული ცეკვა „დაისი“, რომელიც ლაბანის მეთოდით გადავიტანე ფურცელზე. ორწუთიანი ცეკვა „ქართული“ დეტალურად არის ჩაწერილი მოძრაობის ანბანის საშუალებით.
მე, როგორც პანტომიმის მსახობმა, ბევრი საინტერესო რამ დავაფიქსირე მუშობის დროს და ჩემი დიდი სურვილია, ვიპოვო ახალი ძაფი პანტომიმასა და თანამედროვე ცეკვაში, რაც, როგორც მახიობს, მომცემს საშუალებას, ვიპოვო სიახლე.11335796_854967941218926_187782255_n
მოძრაობაც ისეთივე დაუშრეტელია, უსაზღვრო და დაუსრულებელი, როგორც სიტყვები. მე არ ვჩერდები, მე სულ ვმოძრაობ, რასაც მოყვება ბევრი სირთულეებიც, მაგრამ ყოველთვის არის გამოსავალი, არის ხსნა, შველა და როცა, გგონია, რომ არაფერი გამოდის, იმედთთან ერთად, ფარ-ხმალს დაყრი, პრობლემაც მაშინ წყდება. უნდა ვიბრძოლოთ და გავუმკლავდეთ. ფიქრის დრო დიდხანს აღარ გვრჩება. ყოველთვის დათვლილია დროში წამები და არცეთი წუთიც არ უნდა გაცდეს უმიზნოდ, გაუთვლელად და უაზროდ. არ უნდა იფიქრო, რომ არაფერი გამოდის. უბრალოდ, მუშაობის პროცესში ხვდები, რომ ძალა გეცლება, მაგრამ ის დახარჯული ენერგია შემდეგ აბობოქრებულ ზღვასავით გიბრუნდება, სადაც შედიხარ და სიამოვნების ტალღებში იწყებ ცურვას. მთავარია, დროში ჩვენი ყოფნა იყოს ღირებული, შედეგიანი, მომავლიანი, სითბოთი, სიყვარულით გატარებული წამი და არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნებით, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში.
– აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?11348764_854967944552259_1628373878_n
– მე იმიტომ, წამოვედი, რომ მესწავლა, შემდეგ დავბრუნებოდი საქართველოს, მაგრამ ჯერ არ ვარ მზად, არ ვიცი…
მე ვარ ხელოვანი. ხელოვნებას სჭირდება გაცვლა და მიღება, ფართო მასშტაბებზე გასვლა, რეალიზაცია. ჩემი ევროპაში სწავლით, მე ვაჩვენებ ჩემივე სამშობლოს კულტურას და, შესაბამისად, ვიღებ უამრავ საინტერესო შედეგს. საფრანგეთი არის კულტურის კერა, სადაც ჩაისახა და ისახება ხელოვნების ახალი იდეები და შთაგონებები. მე ვთვლი, რომ აქ არის თავმოყრილი ხელოვნების უამრავი ელემენტი, აქ არის არქივი ძველის, სიახლეების ძებნის, აქ არის საშუალება, შეხვდე უამრავ ცნობილ და საინტერესო ხელოვან ადამიანს, აგრეთვე ნახო და გაეცნო მათ შემოქმედებას.11349022_854967951218925_702789800_n
მინდა აღვნიშნო, რომ პარიზში, უნივერსიტეტში სწავლის დროს ძალიან ბევრი რამ, სრულიად ახალი და უცხო, შევიძინე და აღმოვაჩინე, რაც ჩემი დაბრუნების შემთხვევაში ძალიან გამოადგება ჩვენს ქვეყანას, ბევრ სფეროს დაეხმარება განვითარებაში.
ახლაც, არაერთ პროექტზე ვმუშაობ. 21 მაისს გაიმართება პროექტი „Shooting sur les toits de Montmartre“, რომელიც ხელოვანი, შემოქმედებითი ადამიანებისთვის იმართება და ითვალისწინებს, მონმარტზე, შენობის სახურავზე პროფესიონალი ფოტოების გადაღებას. ამ პროექტისთვის კონკურსი იყო გამოცხადებული და 1000 ხელოვანიდან, მხოლოდ 200 შეირჩა. მათ შორის მოვხვდი მეც. აგრეთვე, პარიზის ერთ-ერთ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, დრამა სპექტაკლზე „ჩვენი პატარა საიდუმლო“ ვმუშაობ, რომლის პრემიერაც ივლისის დასაწყისში გაიმართება.

მზევინარ ხუციშვილი

11271925_854978147884572_263980922_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები