ვარკეთილში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს

  ვარკეთილში ორი არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც „კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ეჭვმიტანილების ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დაზარალებული ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე დამაკმაყოფილებელია. ერთ დაზარალებულს გულმკერდის არეში ოპერაცია ჩაუტარდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ: შემთხვევა ვარკეთილში გუშინ, დაახლოებით 11 საათისთვის მოხდა. ახალგაზრდებთან დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, ფულს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები