„ნაცები“ ერთმანეთის ქონებას დაერივნენ?!“

„ნაცები“ ერთმანეთის ქონებას დაერივნენ?! – ამ სათაურით გაზეთი „კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
„კვირის ქრონიკა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბესარიონ გედენიძემ პეკინის გამზირის №34-ში მდებარე პარტიის ოფისიდან სხვადასხვა სახის ავეჯი მოიპარა, მათ შორის ტყავის სამეული და დივანი“, – წერს გაზეთი.
წყაროს ინფორმაციით, „ნაციონალებმა“ ბესარიონ გედენიძე მაშინ „გამოიჭირეს“, როცა მოპარული ავეჯის გადატანას საგურამოს აგარაკზე ცდილობდა.
„როდესაც ავეჯით „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დაინტერესდნენ, ბესარიონ გედენიძემ წაღების ფაქტი უარყო, არ მომიპარავსო, ავეჯი დამტვრეული იყო და გადავყარეო. თუმცა, რამდენიმე დღეში გედენიძე მაშინ გამოიჭირეს, როდესაც საკუთარი სახლიდან ავეჯის გატანასა და საგურამოში აგარაკზე წაღებას ცდილობდა. ამის გამო, გედენიძე სცემეს და ყველაფერი უკან დააბრუნებინეს. სადაც ეს ამბავი მოხდა, ადრე „თავისუფალი ზონის“ ოფისი იყო. მერე იქ ლევან თარხნიშვილ და სხვები შევიდნენ“,- აცხადებს წყარო „კვირის ქრონიკასთან“.
გამოცემა თავად ბესარიონ გედენიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები