მამუკა ჩარკვიანი: ბიძინა ივანიშვილი, როგორც დიდი ქველმოქმედი, ისტორიაში უკვე შევიდა

„ბიძინა ივანიშვილი, როგორც დიდი ქველმოქმედი, ისტორიაში უკვე შევიდა, კარგი იქნება, თუ როგორც პოლიტიკოსიც, დატოვებ კვალს“, – აცხადებს მომღერალი მამუკა ჩარკვიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.
მომღერალი გამოცემასთან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღვაწლზე საუბრობს. მისი თქმით, როგორც საქართველოს მოქალაქე, ხელისუფლებიდან მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გატარებული რეფორმის კმაყოფილია.
როგორც ჩარკვიანი აცხადებს, მან მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, რამდენიმე ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გაიკეთა, რისთვისაც დავით სეერგეენკოს მადლობელია.
„ვიცი, რომ გულით სურს ქვეყნის წუმპედან ამოყვანა, მაგრამ ბევრი ადამიანი ტრიალებს მის ირგვლივ… ერთადერეთი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის მინისტრმა გაამართლა. სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გავიკეთე ოპერაციები… დანარჩენები კარგები რომ ყოფილიყვნენ და საქმისთვის ნორმალურად გაერთვათ თავი, ასე წამდაუწუმ რატომ მოხსნიდნენ?! ჩემი ასაკის ბევრი ადამიანი იღებს ხელფასს ბიძინა ივანიშვილისგან. წესით, მე კი არ უნდა ვსაუბრობდე მის ქველმოქმედებაზე, პირველ რიგში, ის ადამიანები უნდა გამოდიოდნენ და იცავდნენ ივანიშვილს, ვისაც ხელი გაუმართა. ეს არათუ მათი მოვალეობაა, ელემენტარული ვაჟკაცოობაა!“ – აცხადებს მომღერალი მამუკა ჩარკვიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები