რამაზ საყვარელიძე კვლევებში კონკრეტულ პრიორიტეტს ასახელებს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევაში მთავარი – „ხვალ რომ არჩევნები იყოს, ხმას ვის მისცემდით?“ – ეს კითხვა იყო.
„მიჭირს თქმა, რას ემსახურება ასეთ მოკლე პერიოდში ორი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, თვენახევრის წინ „აირაიმ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, დღეს კი – „ენდიაიმ“.
„ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს?“ – ეს კითხვა არის ყველაზე მთავარი ამ კვლევების ჩატარებისას. წინა კვლევების მიხედვით, მმართველ პარტიას ამ კითხვაზე ჰქონდა დაახლოებით 36%-იანი მხარდაჭერა, დღეს კი – 10 ერთეულით ნაკლები. ამ ორ თვეში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ ასე სწრაფად დაეკლო მათ რეიტინგს. გამოკითხულია 4000 რესპონდენტი, რომელსაც ამ მოცულობით ტარდება კვლევა დასაშვებია, ყველაზე დიდი 5 პროცენტი, თუმცა ჩვენ ვნახეთ იმხელა ცდომილებები, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კვლევა ტარდება, ისეთი რამ უნდა მოხდეს, რაც მეტ-ნაკლებად შეეხება და ეს გამოიწვევს მმართველი პარტიის ნდობის რეიტინგის კლებას“, – განაცხადა საყვარელიძემ „ალიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები