უშგულში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დროებით შეწყვეტილია
უშგულში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დროებით შეწყვეტილია. ორი უცხოელის ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ზვავსაშიშროების გამო, საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ძებნითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს. რაც შეეხება გარდაცვლილ ექსტრემალებს, დაღუპულებს რამდენიმე წუთში თბილისში გადმოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის და საფრანგეთის მოქალაქეების 5-კაციანი ჯგუფი უშგული-ქვემო სვანეთის გზაზე გაუკვალავ ტრასაზე სრიალებდა, როდესაც ისინი ზვავში მოყვნენ. გადარჩა ერთი მოთხილამურე.