შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ

“ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია, უამრავ კრიზისს გაუძლო.

„ეკონომიკურად არავისზე დამოკიდებული არ ვართ. რუსეთთან ვაჭრობა, თუ არ ვცდები 12 %-ია. ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე ზუსტად ის არის, რომ დივერსიფიცირებულია. ამიტომ გაუძლო იმ საგარეო კრიზისებსა და შოკებს, რომელიც არსებობდა რეგიონში. წარმოიდგინეთ, ჩვენს გარშემო რამდენიმე ომი მიმდინარეობდა და საქართველო ეკონომიკურად იზრდებოდა და არ ზიანდებოდა. მთელი გონიერება საქართველოს ხელისუფლების მოქმედების არის ის, რომ დივერსიფიცირებული გვქონდეს ჩვენი ეკონომიკა იმისთვის, რომ ამ შეშლილ სამყაროში რომელი მომენტიდან ხდებიან მტრები და რომელი მომენტიდან მოყვრები, ეს ვერ გაგვიგია. ჩვენი ომის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთთან გააღრმავა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. გერმანიამ რუსეთთან „ნორდ სტრიმის“ მშენებლობა დაიწყო. ყველა კარგად ჩაეხუტა რუსეთს. იყვნენ მოყვრები და შემდეგ აღმოჩნდა, რაღაც მომენტში აღმოჩნდნენ მტრები. ჩვენგან მოლოდინია, რომ ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ავაწყოთ იმაზე, როგორ გაიღვიძებენ ხვალ ბრიუსელი თუ სხვა ბიუროკრატები”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები